ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბატონმა გოგიტა თოდრაძემ, 2023 წლის 31 მაისს, თსუ მე-10 (მაღლივ) კორპუსში, ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები: არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები“.
ბატონმა გოგიტა თოდრაძემ სტუდენტებს ქვეყანაში სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები, ბოლო პერიოდში საქსტატში განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნო. ლექციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს.